|
2023-04-03 16:24:52, 895 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დმანისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დმანისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბოლნისისა და მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრეს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის საკითხებზე. შეხვედრების დროს პროკურორებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების მიმართულებით პროკურატურაში განხორციელებულ რეფორმებზე და დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე. საუბარი შეეხო ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს და ამ მხრივ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფემიციდის შეჩერება კომპლექსური გამოწვევაა, რომელთან საბრძოლველად საჭიროა საზოგადოების ჩართულობა და ერთიანი ძალისხმევა. საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. "#არაფემიციდს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)