|
2023-04-03 15:34:13, 801 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - მოწამვლა მოითხოვს მძიმე მეტალებისგან გათავისუფლებას, უნდა გადავიყვანოთ უცხოეთის კლინიკაში
მოწამლვა მოითხოვს, პირველ რიგში, მძიმე მეტალებისგან გათავისუფლებას და ამას ვერცერთი კლინიკის ვერცერთი ექიმი თავისთავზე ვერ იღებს. უნდა მოხდეს გაყვანა უცხოეთის კლინიკაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს უთხრა, "ვივამედი" მაქსიმალურს აკეთებს, მაგრამ "მდგომარეობა უარესდება და მისი გადაყვანა სხვაგან არის საჭირო". "ვივამედი" თანახმაა. არაერთხელ მოგვისმენია ბატონი ზურაბისგან, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, მაგრამ მდგომარეობა უარესდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გადაყვანა სხვაგან არის საჭირო. სხვაგან სად?! მოწამლვა მოითხოვს, პირველ რიგში, მძიმე მეტალებისგან გათავისუფლებას და ამას ვერცერთი კლინიკის ვერცერთი ექიმი თავისთავზე ვერ იღებს. უნდა მოხდეს გაყვანა უცხოეთის კლინიკაში. კლინიკაში, რომელსაც აქვს მსგავსი გამოცდილება. მსგავსი არაფერი მინახავს, ადამიანი ვერ ჭამს ვერაფერს", - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, გუშინ, 2 აპრილს კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად სახალხო დამცველის კონსილიუმი შევიდა. როგორც კონსილიუმის წევრებმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და დასჭირდება სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)