11:29 - 08 Oct, 2026
|
2023-04-03 15:17:28, 1135 ნახვა
სამართალი
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც მომხდართან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი 1-ელ აპრილს დააკავა. 1995 წელს დაბადებულ ა.ლ-ს, რომელსაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან, პროკურატურამ ბრალდება გუშინ, 2 აპრილს წარუდგინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
შსს მიშო სულუხიას წარსულში ნასამართლეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი ჩხრეკის მიზეზი იყო
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)