|
2023-04-03 14:53:33, 1223 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილისთვის სასჯელის შესაძლო გადავადებაზე - ეს უბრალოდ შეუძლებელია - რომელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა საუბარი?!
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, თვითდაზიანების რეჟიმშია და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პირველ რიგში, ექიმების მიერ განსაზღვრული კალორაჟი უნდა მიიღოს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ძალიან ცუდია, რომ სააკაშვილს ამ ყველაფერში მისი გარემოცვა და ოჯახი უწყობს ხელს. „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავიდანვე არის დაგეგმილი - მისი „შემოტანა“ საქართველოში, როგორც განუბაჟებელი ტვირთი, შემდეგ კი ყოველდღიური ნაბიჯები. იცით, რა იყო გეგმა ამ ყველაფრის - დაპირისპირება, არეულობა, რევოლუცია, გადატრიალება, სისხლისღვრა და ა.შ. ეს გეგმა ჩაუვარდათ. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პირველივე დღიდან დაიწყეს კამპანია, რომ როგორმე მისი გათავისუფლება მოხდეს. მთავარ საფუძველს კი ურთავენ იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, რომლის შემოქმედი, რა თქმა უნდა, თვითონაა. ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, რომელშიც ხელს უწყობს მისი გარემოცვა, ოჯახის წევრები, რაც ძალიან ცუდია. ყველაფერი უნდა გააკეთოს პირველ რიგში, მან და მისი ოჯახის წევრებმა, რომ შესაბამისი კალორაჟი და საკვები მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება საზღვარგარეთ სამკურნალოდ ექსპრეზიდენტის შესაძლო გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არ განიხილება. „ეს უბრალოდ შეუძლებელია. რომელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა საუბარი?! ჩვენ ვართ სახელმწიფო და გაგვაჩნია ინსტიტუტები. როგორ წარმოგიდგენიათ პატიმარი, რომელსაც აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი და იმის გამო, რომ არ იკვებება, არ იღებს შესაბამის კალორიებს, არის თვითდაზიანების რეჟიმში, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ეს ადამიანი გაუშვას?! სხვა პატიმარს რას ეუბნები?“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



