05:46 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 13:18:24, 851 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უცნობია რამდენ დღეში მოამზადებს დასკვნას კონსილიუმი, მაგრამ როგორც კი ეს დასკვნა მომზადდება, ეს იქნება ყველასთვის საჯარო.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ. მე მას ვესაუბრე თითქმის ერთი საათის განმავლობაში. ჯანმრთელობაზე ისაუბრებს კონსილიუმი, რომელმაც ის გუშინ მოინახულა. მე გამიჭირდება [თქმა] ზუსტად რამდენ დღეში მოამზადებენ ისინი დასკვნას, მაგრამ როგორც კი ეს დასკვნა მომზადდება, ეს იქნება ყველასთვის საჯარო",- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კლინიკა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 მარტს მოინახულა.

ამასთან, კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები გუშინ, 2 აპრილს შევიდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics