|
2023-04-03 12:51:32, 762 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - პაციენტს გადაადგილება შეუძლია დამოუკიდებლად გარკვეულ მანძილზე
პაციენტს გადაადგილება შეუძლია დამოუკიდებლადაც გარკვეულ მანძილზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყენებს დამხმარე საშუალებებსაც, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშილმა უარი თქვა იმ პროცედურების გაგრძელებაზე, რაც მის რეაბლიტაციას გულისხმობს. "რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, რაიმე განსაკუთრებული გაუარესება, მაგალითად, ნევროლოგიური სტატუსი, არ აღენიშნება პაციენტს. პაციენტს გადაადგილება შეუძლია დამოუკიდებლადაც გარკვეულ მანძილზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყენებს დამხმარე საშუალებებსაც. შეგახსენებთ, გუშინ, 2 აპრილს კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად სახალხო დამცველის კონსილიუმი შევიდა. როგორც კონსილიუმის წევრებმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და დასჭირდება სერიოზული ჩარევები, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)