|
2023-04-02 12:08:06, 1176 ნახვა
სამართალი
ლაზარე გრიგორიადისის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციოში ასაჩივრებს
21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ბრალდებულის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ მეორე ინსტანციაში საჩივარი უკვე შეიტანა. როგორც უფლებადამცველმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, დაცვის მხარე პატიმრობის შეცვლას გირაოთი მოითხოვს. "გავასაჩივრეთ განჩნება და რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ჩვენი საჩივრის დასაშვებად ცნობას და შემდეგ უკვე პირველი ინსტანციის განჩინების გაუქმებას - ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლას გირაოთი. რითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასაბუთა პატიმრობა და გამოუტანა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რა თქმა უნდა, ეს არ არის დასაბუთებული, ეს არის ზოგადი და შაბლონური ხასიათის მატარებელი - კონკრეტული არგუმენტებით არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფდნენ ნაკლებად მკაცრ აღმკვეთ ღონისძიებას, კერძოდ გირაოს, რასაც ვითხოვდით", - აცხადებს გრიგორიადისის უფლებამდაცველი. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა. "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
შსს მიშო სულუხიას წარსულში ნასამართლეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი ჩხრეკის მიზეზი იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)