|
2023-04-01 16:50:36, 1930 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - კოლექტიურმა ლაზარეებმა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია გადაარჩინეს
კოლექტიურმა ლაზარეებმა გადაარჩინეს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, სადაც შავი თეთრზე წერია საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ვინმემ კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, თუ ვინმემ სამშობლოს უღალატა, თუ ვინმე არის დასასჯელი, მათ შორის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვისთვის, არის მმართველი პარტია და რასაც ლაზარეზე მოიგონებენ, არის რუსული რეპრესიების მაგალითი. „ახალგაზრდა ბავშვზე, რა მუქარაც იქნება, რა ზეწოლაც იქნება, 11 წლით პატიმრობით დაემუქრებიან თუ რაც იქნება, საზოგადოებამ ერთი რაღაც კარგად უნდა აღიქვას, რომ კოლექტიური ლაზარეები, ახალგაზრდები, იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას, სადაც შავი თეთრზე წერია ჩვენი ევროპული მომავლის შესახებ. ეს კონსტიტუცია „რუსულმა ოცნებამ“ აიღო და დააპირა, რომ დაეხია და კოლექტიურმა ლაზარეებმა, ახალგაზრდებმა არ მისცეს უფლება „რუსულ ოცნებას“ კონსტიტუცია გაეთელა ფეხქვეშ, თუ ვინმემ კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, თუ ვინმემ სამშობლოს უღალატა, თუ ვინმე არის დასასჯელი, მათ შორის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვისთვის, არის „რუსული ოცნება“ და რასაც ახლა ლაზარეზე მოიგონებენ, არის რუსული რეპრესიების მაგალითი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



