|
2023-03-31 18:38:21, 1289 ნახვა
პოლიტიკა
პესკოვმა WSJ-ის მოწოდებას ყველა რუსი ჟურნალისტის გაძევების შესახებ აბსურდული და არასწორი უწოდა
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Wall Street Journal-ის მოწოდებას ყველა რუსი ჟურნალისტის გაძევების შესახებ აბსურდული და არასწორი უწოდა. პესკოვის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი ზომების გატარების საფუძველი არ არსებობს. მანვე დასძინა, რომ ყველა უცხოელ ჟურნალისტს, რომელსაც აქვს მოქმედი აკრედიტაცია, შეუძლიათ განაგრძნობ ჟურნალისტური საქმიანობა რუსეთში, ხოლო რაც შეეხება WSJ-ის დაკავებულ ჟურნალისტს, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა, მისი შედარება სხვა ჟურნალისტებთან დაუშვებელია. „ყველა ჟურნალისტს, რომელსაც აქვს აქ მოქმედი აკრედიტაცია, ვგულისხმობ უცხოელ ჟურნალისტებს, მათ შეუძლიათ და განაგრძონ ჟურნალისტური საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში. WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტი ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა, მისი შედარება სხვა ჟურნალისტებთან დაუშვებელია, ხოლო რეალურ ჟურნალისტებს რუსეთში არანაირი შეზღუდვა არ ექმნებათ და იდეალურად მუშაობენ, ამ შემთხვევაში, კეთილსინდისიერი ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვა აბსურდული და არასწორი იქნება“, - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გერშკოვიცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა (ჯაშუშობა) აღძრული. დღევანდელ განცხადებაში Wall Street Journal- მა აშშ-დან რუსეთის ელჩისა და რუსი ჟურნალისტების გაძევება მოითხოვა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



