|
2023-03-30 16:40:59, 1101 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ჩვენ ყოველთვის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს გავითვალისწინებთ, მშვიდობა უალტერნატივოა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და ევროინტეგრაციისთვის სიმშვიდის შენარჩუნება უალტერნატივოა. მერი მედიასთან თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, დასავლური კლუბის მიერ თურქეთის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად ბევრი მცდელობისა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. „რეგიონში რთული ვითარებაა, მხედველობაში მაქვს უკრაინის ომი. კარგად ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ომი. მიუხედავად ძალიან ბევრი მოწოდებისა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გამოვდივართ. ამ დამოკიდებულებით ვიქნებით მომავალშიც. ყოველთვის ქვეყნის ეროვნულ ინტერესს გავითვალისწინებთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მშვიდობა უალტერნატივოა. მშვიდობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს და ასე მოვახერხოთ ევრონტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, რაც ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)