07:17 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 19:46:12, 1657 ნახვა

ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას დამატებით 12 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გადასცემს

გერმანიის მთავრობა უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც Reuters იუწყება, გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ მოთხოვნილ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის თანხის გამოყოფის საკითხს მწვანე შუქი აუნთო.

დამატებითი დაფინანსება მოიცავს 3,2 მილიარდ ევროს, რომელიც გერმანიამ 2023 წელს უნდა გამოყოს და ამასთან ერთად საკრედიტო ხაზებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რომელიც დაახლოებით 8,8 მილიარდ ევროს შეადგენს.

„ამ თანხით, უკრაინა შეძლებს გერმანიის მთავრობის მხადაჭერით შეიარაღების პირდაპირ შეძენას, მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება“, - ნათქვამია კოალიციურ მთავრობაში შემავალი პარტიების წარმომადგენელი სამი პოლიტიკოსის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics