|
2023-03-29 15:16:56, 783 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილოა
მარტის საპროტესტო აქციების უკან ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის სურვილს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა. გალუზინის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო ნორმალიზაცია „მთლიანობაში ხალხის ინტერესებს შეესატყვისება“. „დარწმუნმებულები ვართ, რომ საერთო ისტორიითა და კულტურით გაერთიანებული, მილიონობით ადამიანის ბედით გადაჯაჭვული რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, სრულად შეესატყვისება ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს“, - განაცხადა გალუზინმა. მისივე თქმით, მოსკოვისა და თბილისის ერთობლივი მუშაობა „ორ სახელმწიფოს შორის ერთადერთი მოქმედი მაგისტრალის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად“ „რუსულ-ქართული წარმატებული თანამშრომლობის" მაგალითია. „ქართული მხრიდან მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, მათ შორის ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გვირაბის მშენებლობა, ჩვენი მხრიდან ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გაფართოება. საზღვრის ორივე მხარეს მოქმედებები კოორდინირებულია, რათა არ მოხდეს ამ სატრანსპორტო არტერიის სიმძლავრის შემცირება“,- განაცხადა გალუზინმა. გარდა ამისა, გალუზინის თქმით, საქართველოში ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლები რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებზე, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს. „მარტის საპროტესტო აქციების უკან ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის სურვილს, შეარყიოს ვითარება რესპუბლიკაში, დაარწმუნოს მისი ხელმძღვანელობა, უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას, გაწყვიტოს კავშირი რუსეთთან“,- დასძინა გალუზინმა.
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
ევროპაში სიცხეებმა ჩინურ კონდიციონერებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია
1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ, ჯარიმებს შესაბამისად გამოწერენ
"ივანიშვილი არის დასამხობი" - ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)