|
2023-03-29 10:27:04, 864 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2023 წელს 130 გეგმიურ შემოწმებას განახორციელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გეგმიურ შემოწმებათა 2023 წლის გეგმა დამტკიცდა. „შემოწმებათა დაგეგმვა რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება. ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გეგმიური ინსპექტირებაა, ვინაიდან კომპანიები ცდილობენ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრან და მათი საქმიანობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს,” - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ. უწყების ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში, დეპარტამენტი საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობას 130 ობიექტში შეამოწმებს. მათ შორის, დაგეგმილია 109 გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების, 1 - ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების, 7 - სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის და თევზჭერის ლიცენზიის პირობების შესრულების, 13 კი, სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება. „გეგმიური შემოწმებების პარალელურად, მოქალაქეების განცხადებებისა და ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი არაგეგმიურ ინსპექტირებებს მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)