|
2023-03-28 15:51:42, 913 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ბრეივიკმა თვითონ გამოჰკრა სასხლეტს ხელი, სააკაშვილმა კი შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო
ბრეივიკმა თავად გამოჰკრა სასხლეტს ხელი და ამით დახოცა ბევრი ადამიანი, სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო, ეს არის განსხვავება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, უკიდურესი ცინიზმია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯილდო მიანიჭო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. "განსხვავება ერთია, ბრეივიკმა თვითონ გამოჰკრა სასხლეტს ხელი და მიხეილ სააკაშვილმა სისტემა შექმნა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო. უკიდურესი ცინიზმია, მიხეილ სააკაშვილს ჯილდო მიანიჭო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ყველაზე ბოროტული სისტემა სადაც შექმნა, იქ საპირისპირო მტკიცებულების შექმნა და სააკაშვილის გათეთრება არის უკიდურესი ცინიზმი ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ. სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, შესაბამისად არ შეიძლება, რომ მის კუჭზე და ორგანოებზე გადიოდეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი",- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს. აღნიშნულს გუშინ, 27 მარტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო". ღარიბაშვილის ეს განცხადება შეაფასა ნორვეგიის ელჩმა. ჰელენ სანდ ანდრესენმა თქვა, რომ სააკაშვილის ტერორისტ ბრეივიკთან შედარება "უაღრესად უადგილოა". ნორვეგიის ელჩი აღნიშნული განცხადების გამო, დღეს, 28 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



