|
2023-03-28 15:13:48, 909 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი ნორვეგიის ელჩის დაბარებაზე - სერიოზული სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის
ის, რაც დღეს იკადრეს, არის სერიოზული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარებას. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ხაბეიშვილმა განაცხადა, "რუსულ ოცნებას" ქვეყანაში არსებული პრობლემების ნაცვლად, ნორვეგიელების მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების საკითხი "ანერვიულებს". "ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს "რუსული ოცნება", მათ ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდო, რომელიც გადასცეს ნორვეგიელებმა. დღეს ვნახეთ ჩვენ არაადეკვატური დადმოკიდებულება რუსული პარტიის, "რუსული ოცნების" რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემისთვის... ის, რაც დღეს იკადრეს, არის სერიოზული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ნორვეგის ელჩი ამის გამო დაიბარეს", - ამბობს ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს. აღნიშნულს გუშინ, 27 მარტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო". ღარიბაშვილის ეს განცხადება შეაფასა ნორვეგიის ელჩმა. ჰელენ სანდ ანდრესენმა თქვა, რომ სააკაშვილის ტერორისტ ბრეივიკთან შედარება "უაღრესად უადგილოა". ნორვეგიის ელჩი აღნიშნული განცხადების გამო, დღეს, 28 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



