|
2023-03-28 12:02:32, 1152 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია
სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია, ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. "მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები ელოდებიან ჩემ გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. გარდა იმ ფორმალური ნაწილისა, რაც მსჯავრდებულის მოსანახულებლად საჭირო რწმუნებების გაცემასა და ხელმოწერასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ჩემი მხრიდან შესრულებულია და მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გადაეცემათ რწმუნებები. ჯერ კიდევ წინა კვირას, კონსილიუმთან შეხვედრის დროს, მივაწოდე მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, არაორაზროვნად და ცალსახად განვმარტე, რომ ჩემი მხრიდან კონსილიუმს ექნებოდა ყველანაირი ხელშეწყობა. აქვე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს შენარჩუნებულია და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება",- წერს იოსელიანი. ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა კლინიკა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 მარტს მოინახულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)