|
2023-03-28 11:57:20, 881 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა. ქ. გორში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს აკვაკულტურის სექტორში არსებული სიახლეები და თევზის წარმოების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. „აკვაკულტურის დარგის განვითარების და კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის წარმოებისთვის, მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ლაბორატორიულად შემოწმება. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებებით", - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის, მათ შორის, თევზის დაავადებების კვლევის მეთოდები. გორში გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)