|
2023-03-28 09:36:20, 662 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი Convenience store გაიხსნა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში "სმარტის“ შედარებით მცირე ზომის კიდევ ერთი ობიექტი გაიხსნა. ახალი მარკეტის ტიპის კვების ობიექტი. ე.წ. Convenience store, ამჯერად გაფრენის დარბაზში, მარცხენა მხარეს 125 კვ.მ ტერიტორიაზეა განთავსებული. "სმარტი“ მომხმარებელს ქუთაისის აეროპორტში ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტებს, ახალგამომცხვარი პურ-ფუნთუშეულსა და „ტრუჩილოს“ იტალიურ ყავას სთავაზობს. ,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს "სმარტის" სუპერმარკეტი ამჯერად გაფრენის დარბაზში შეემატა, რომლითაც სარგებლობა აეროპორტის მგზავრების გარდა, სხვა მსურველებსაც შეეძლება, ვინც დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ან პირიქით მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგახსნილ ობიექტზე მთლიანად ადგილობრივები არიან დასაქმებულები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას," - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ. უკვე ორ წელზე მეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის საერთო სივრცეში, „სმარტის“ ძირითადი, შედარებით მსხვილი ობიექტი წარმატებით ფუნქციონირებს. 24 საათიანი ,,სმარტის’’ მარკეტებისა და კაფეების სერვისით სარგებლობა, მისი ლოკაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ორივე ობიექტზე ჯამურად 20 ადამიანია დასაქმებული.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)