05:20 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 16:08:17, 979 ნახვა

საზოგადოება
თათია სამხარაძე - ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ

პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან... ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! - ამის შესახებ თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

სამხარაძე საქართველოს პრეზიდენტის დახმარებას სთხოვს და ამბობს, რომ "ტყვეობაში" იმყოფება.

"პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან... ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! 

ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? 

ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!" - წერს თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ სამხარაძის აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა POSTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე. ბერიძე შექმნილ ვითარებას ისტერიად აფასებს და ამბობს, რომ თათია სამხარაძის საცხოვრებელ სახლთან არ მისულა.

"კიდევ ერთხელ განმარტავ მათთვის, ვინც ისტერიკაში ხართ! თათია სამხარაძის სახლთან არ მივსულვარ, ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც ყველაფერი გასაგებია, რაც უნდა გაგვეგო ის უკვე ყველამ გავიგეთ, მეც და საზოგადოებამაც! შესაბამისად მის მიმართ არანაირი ინტერესი არ მაქვს. შეუძლია მშვიდად იყოს. როგორც ვიცი მასთან ჩემი კოლეგა იყო რაღაც კითხვის დასასმელად
და ისიც უკვე დიდი ხანია წავიდა სხვა გადაღებაზე. ასე რომ შეეშვით ამ ისტერიას!" - წერს ბერიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 

ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა.

26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო.

მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

2016 წელს, თათია სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics