|
2023-03-27 13:54:42, 954 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიმართება
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით, 28-31 მარტს, ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის Eurodesk შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიმართება. "ღონისძიებას, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიხსნება, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი მატიე ორფანიდესი, „ევროდესკის“ პრეზიდენტი ლორენა ბარიჩი, ბრიუსელის ოფისისა და ქსელის წევრი ქვეყნების ეროვნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელები დაესწრებიან. შეხვედრაზე ახალგაზრდული ქსელის სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მათ შორის, იმსჯელებენ საქართველოს როლის გაძლიერებაზე, ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და პროცესში ქართველი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაზე. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები, პრეზენტაციები, ანგარიშებისა და სამომავლო გეგმების განხილვა, ასევე, სოციალურ-კულტურული აქტივობები. ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის შეხვედრაში მონაწილეობას ასევე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა მიიღებს. „ევროდესკი“ ევროპის მასშტაბით, სასწავლო მობილობის, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებისა და ტრენინგების მიმართულებით, სხვადასხვა შესაძლებლობასა და რესურსს აერთიანებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)