|
2023-03-27 08:58:36, 1523 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - ომის წელს შეჩერება ცივილიზებული სამყაროს ამოცანაა
მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ ომის წელს შეჩერება, რუსული ბოროტებისგან უკრაინის წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში საინფორმაციო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, საჭიროა, მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც ინფორმაციული გავლენაა გაქვს. "არასწორია, უსამართლოა, როცა ფრონტიდან მოსულ ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ განცდა, რომ ბევრისთვის უკანა მხარეს ომი უკვე დასრულდა. მათთვის, ვინც შორს არ არის დონეცკიდან ან ნიკოპოლიდან, სალტივკადან, სუმის ოლქის საზღვრისპირა რაიონები, ზაპორიჟიედან... და ვინც გონებრივად შორს არის სანგრებისგან, უკრაინელების ყოველდღიური ტკივილისგან. ახლა, ისევე როგორც ერთი წლის წინ, ომისგან გონებრივად შორს ყოფნა არ შეიძლება, თუმცა ჩვენი ჯარისკაცების წყალობით, გეოგრაფიულად ბევრისგან შორს, ნამდვილი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ახლა, ისევე როგორც ერთი წლის წინ, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი დაეხმაროს სახელმწიფოს დაცვას, დაეხმაროს მსოფლიო მხარდაჭერის დაგროვებას ჩვენი გამარჯვებისთვის. ეს ეხება არა მხოლოდ ჟურნალისტებს. ეს ეხება ყველას, ვისაც შეუძლია აგრესიის შესახებ სიმართლის გავრცელება. ვისაც შეუძლია შეახსენოს მსოფლიოს უკრაინელების შესახებ, იმის შესახებ, რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება. მსოფლიომ ისევე ინტენსიურად უნდა გაიგოს, როგორც გასულ წელს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გრძელდება. მან უნდა გაიგოს, რომ ომის დასრულება უკვე წელს, უკრაინის რუსული ბოროტებისგან წელს განთავისუფლება ცივილიზებული სამყაროს ერთობლივი ამოცანაა", - განაცხადა ზელენსკიმ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)