|
2023-03-26 19:00:36, 1465 ნახვა
საზოგადოება
მღვდელი შალვა კეკელია: საოცარი ადამიანი გარდაიცვალა, ბიბლიურ თავისუფლებაში იყო და წესს ვერ ავუგებთ - ვიდეო
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი შალვა კეკელია ამბობს, რომ ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა წესს ვერ აუგებენ, რადგან ბიბლიურ თავისუფლებაში იყო გაწევრიანებული. ფეისბუქლაივში ის ყვება, რომ ხშირია შემთხვევა, როცა ოჯახები წესის აგებაზე მიმართავენ, გარდაცვლილი კი ბიბლიურ თავისუფლებაშია, ამის გამო ეკლესია მათ უარს ეუბნება. "რამდენიმე წუთის წინ ვიყავი ოჯახში, სადაც საოცარი ადამიანი გარდაიცვალა, რომელსაც ჰყავს მეუღლე, 8 თვის ფეხმძიმე, 1 თვეში შვილი ეყოლებათ და ეს ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ადამიანი იყო გაწევრიანებული გირჩის ბიბლიურ თავისუფლებაში და ზუსტად ვიცით, საპატრიარქომაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ უფლება არ გვაქვს, ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ საშინელ სექტაში გაწევრიანებული, მათზე ღვთის მსახურება ჩატარდეს", - თქვა მან. კეკელია გირჩის წევრებს მოღალატეს ეძახის და ყველას მოუწოდებს, არ გაწევრიანდნენ ბიბლიურ თავისუფლებაში. ის რამდენჯერმე იმეორებს, რომ ვინც გირჩშია, "ვერანაირ საეკლესიო მსახურებას ვერ მიიღებს".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)