|
2023-03-25 15:14:24, 935 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე ზურაბიშვილზე - არ ვიცი რამდენად შეფასებული აქვს პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც შესაძლოა მოუწიოს
იყო ისეთი განცხადებები, რომლებიც, ძალიან კარგად ეწერება და ჰარმონიულია მათ შორის ოპოზიციის იმ ნაწილის დესტრუქციულ გეგმებთან,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ ინტერვიუს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს სათანადოდ არ აქვს შეფასებული ის პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც მას ამ შემთხვევაში შეიძლება უწევდეს. "იქ იყო ისეთი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთგვარად ძალიან კარგად ეწერება და ჰარმონიულია მათ შორის ოპოზიციის იმ ნაწილის დესტრუქციულ გეგმებთან, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა. და ერთგვარად მე დავინახე გარკვეული, ნებსით თუ უნებლიედ ამ სამსახურში ჩადგომა, რასაც ჰქვია ამ ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მიმართულებით პროცესების განვითარება. როდესაც განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ოლიგარქია, იცით რა არის, ოდნავ მეტი წინდახედულობა, ეს ერთი და მეორე, ალბათ კვალიფიციურობაზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ოლიგარქობა არ ნიშნავს მხოლოდ გარკვეული კაპიტალის ფლობას. როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს და დავანებოთ თავი პერსონალიებს, თავს ესხმოდნენ, ისე, როგორც ესხმოდნენ და ამის პასუხად თუ გადადგამს ნაბიჯს პრეზიდენტი ისეთს, როგორსაც შესაძლოა ის აპირებდეს ან გეგმავდეს, ან თქვენ ფიქრობთ, რომ ასე აპირებთ, ეს მისი გადასაწყვეტია, მისი შესაფასებელია, არ ვიცი რამდენად შეფასებული აქვს თუნდაც ის პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც მას ამ შემთხვევაში შეიძლება უწევდეს, მათ შორის თუ აქვს პოლიტიკური ამბიცია და პოლიტიკური გეგმები",- განაცხადა სარჯველაძემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "TV პირველთან' ინტერვიუში ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი "აზრზე უნდა მოვიდნენ".
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



