|
2023-03-25 12:11:32, 875 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს – ეს ორი კვირის წინ ნათლად დავინახეთ
გადაწყვეტილების მიღება ხდება ქართველი ხალხის მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ორი კვირის წინ, როგორ გამოვიდა ქუჩებში ასიათასამდე მოქალაქე და გამოხატა თავისი მკაფიო პოზიცია,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეასრულებს ეს ქვეყანა იმ პირობებს, რომლებიც ევროკომისიამ ნათლად ჩამოაყალიბა. "გადაწყვეტილების მიღება ხდება ქართველი ხალხის მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ ორი კვირის წინ, როგორ გამოვიდა ქუჩებში ასიათასამდე მოქალაქე, გამოხატა თავისი მკაფიო პოზიცია და ნათლად დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. იგივე მოხდა ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და სხვა ქალაქებში, სადაც ხალხმა განაცხადა, რომ ევროპული მომავალი სურთ. საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეასრულებს ეს ქვეყანა იმ პირობებს, რომლებიც ევროკომისიამ ნათლად ჩამოაყალიბა. ეს დამოკიდებულია პარლამენტზე, სხვა მონაწილე მხარეებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამ რეფორმებში ახალი არაფერია. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო ისედაც მუშაობს წლებია და გარკვეულ პროგრესს უკვე მიაღწია. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ერთი ადამიანის პროექტია. არა. ეს არის ქართველი ხალხის, საქართველოს ლიდერების პროექტი და ერთობლივად შესასრულებელი ამოცანა. ამიტომ, ჩხუბზე ნაკლები დრო უნდა დაიხარჯოს და ყველა რეფორმა ზედმიწევნით შესრულდეს და არა ზედაპირულად. ამ რეფორმებმა რეალურად უნდა გააუმჯობესოს დემოკრატია საქართველოში. სწორედ ამის დანახვა სურთ ევროპელ ლიდერებს, სწორედ ეს სურს ქართველ ხალხს და ახლა პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს შესრულდეს",- განაცხადა დეგნანმა.
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



