|
2023-03-24 23:51:04, 1005 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველო დატოვა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველო დატოვა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში,ანალენა ბერბოკს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ბრიფინგი გამართეს. გერმანელი დიპლომატი ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო საქართველოში.
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



