|
2023-03-24 17:01:44, 710 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ ლორთქიფანიძის ქუჩაზე არსებული არხი დაასუფთავა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, რკინიგზის ლიანდაგების მიმდებარედ არსებული არხი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც. „რკინიგზის ლიანდაგებთან არსებული არხი არ არის „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში, თუმცა გავითვალისწინეთ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა და ტერიტორია ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს და ასევე, მიმდებარედ არსებული საწარმოების თანამშრომლებს, ნუ დაანაგვიანებენ არხს და საყოფაცხოვრებო ნარჩენი მისთვის განკუთვნილ კონტეინერებში მოათავსონ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. შეგროვილი პლასტმასის მასალა „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე სპეციალური დანადგარით დაიპრესება, რაც შემდეგ გასხვისდება და გადამუშავდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)