|
2023-03-23 21:56:54, 832 ნახვა
საზოგადოება
სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აღსრულების ეროვნული ბიურო შეუერთდა
,,აღსრულების ეროვნულ ბიუროში სოციალური მუშაობა გაძლიერდება" სოციალურ მუშაკთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აღსრულების ეროვნული ბიუროც შეუერთდა. სოციალური მუშაობა აღსრულებაში - ამ თემაზე გამართულ შეხვედრაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალურმა მუშაკებმა სააღსრულებო წარმოებაში სოციალური მუშაობის მნიშვნელობაზე და სპეციფიკაზე ისაუბრეს. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიესალმა. ,,სააღსრულებო წარმოების პროცესში მოქნილი სოციალური პოლიტიკის გატარება ხელს უწყობს გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით და მხარეთა შეთანხმებით დასრულებას“, - აღნიშნა ერეკლე ღვინიანიძემ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის, მირიან ხარაბაძის განცხადებით, ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროში სოციალური მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება“. ღონისძიებაში სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო უწყების ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც ჩართული არიან სოციალურ მუშაობაში. აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი ფუნქციონირებს, რომლის იურისტი მენეჯერები და სოციალური მუშაკები ჩართული არიან სააღსრულებო წარმოებაში, აუქციონის, ალიმენტის და გამოსახლების კატეგორიის საქმეებში. ისინი ახდენენ მხარეთა სოციალური მდგომარეობის შეფასებას, დახმარების საჭიროების იდენტიფიცირებას და რეფერირებას; უზრუნველყოფენ სახელმწიფო თუ არასამთავრობო სერვისზე ხელმისაწვდომობას; მხარეებთან აქტიური კომუნიკაციით ახორციელებენ მედიაციას, რათა საქმისწარმოება მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და შეთანხმებით დასრულდეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)