09:53 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 09:35:07, 579 ნახვა

საზოგადოება
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გამოფენაში „ProWein-2023" ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის „ქართული ღვინო" ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გამოფენაში „ProWein-2023" ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან. ღვინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების და ქართველ მწარმოებლებთან საქმიანი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს კომერციული სექტორის, მედიის და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანია ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდა. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მსოფლიოს ღვინის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანეს გამოფენაში „ProWein" მონაწილეობა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და, შედეგად, ღვინის გაყიდვების ზრდისთვის. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომ მონაწილოება მიიღონ საერთაშორისო მნიშვნელობის გამოფენებში", - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ მეტრეველმა.

"აღსანიშნავია, რომ გამოფენის „ProWein-2023" ფარგლებში, პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის „Meininger" სტენდთან, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც სომელიე და ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა. ხოლო, კალიფორნიული ღვინოების სტენდთან, ქართული და კალიფორნიული ღვინოების ერთობლივი დეგუსტაცია ჩატარდა.

გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გიორგი ტაბატაძე დაესწრო",- აღნიშნულია ინფორმაციაში..





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics