|
2023-03-22 18:40:43, 1549 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მსოფლიოს მეტი ერთიანობა და მონდომება სჭირდება, რათა რუსული ტერორი უფრო სწრაფად დამარცხდეს
რუსეთი ველური სისასტიკით ბომბავს ქალაქს, ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, სახელმწიფო და ხალხი, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსული ჯარების მხრიდან ზაპოროჟიეზე მიტანილ იერიშებს. მისივე თქმით, მსოფლიოს სჭირდება უფრო დიდი ერთიანობა და მონდომება, რათა უფრო სწრაფად მოხდეს ტერორის დამარცხება და სიცოცხლის დაცვა. "ზაპოროჟიე. რუსული რაკეტა მრავალსართულიან შენობას მოხვდა. რუსეთი ველური სისასტიკით ბომბავს ქალაქს. საცხოვრებელ უბნებს, სადაც უბრალო ხალხი და ბავშვები ცხოვრობენ, ცეცხლი გაუხსნეს. ტერორისტული სახელმწიფო ცდილობს გაანადგუროს ჩვენი ქალაქები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი. ეს არ უნდა გახდეს "უბრალოდ კიდევ ერთი დღე" უკრაინაში, ან სხვაგან ევროპაში, ან მსოფლიოში. მსოფლიოს სჭირდება უფრო დიდი ერთიანობა და მონდომება, რომ უფრო სწრაფად დავამარცხოთ რუსული ტერორი და დავიცვათ სიცოცხლე", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე, რომლის დროსაც გასროლილი რაკეტები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რამაც ამჟამინდეილ ინფორმაციით 25 ადამიანის დაშავება და 1 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)