12:05 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 14:19:20, 765 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებმა ევროკავშირის დაფინანსებით ტრენინგი გაიარეს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლებმა ევროკავშირის ხელშეწყობითა და დაფინანსებით, საზღვრის კვეთის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტრენინგი გაიარეს. ტრენინგის მიზანი - ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მოახლოებასთან ერთად გაზრდილი სამგზავრო ნაკადების კონტროლის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით აეროპორტის თანამშრომლების ცოდნის გაღრმავება იყო. სემინარს ქუთაისის აეროპორტში ექსპერტი, ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ატაშე, რაიტის ტილიკსი უძღვებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

,,27 მარტიდან იწყება ზაფხულის სანავიგაციო სეზონი, დგება აქტიური მოგზაურობის დრო და ჩვენც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლები შესაბამისად მომზადებულები ვხვდებით ტურისტულად დატვირთულ სეზონს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ტრენინგმა საშუალება მოგვცა დოკუმენტაციის შემოწმების მიმართულებით კომპეტენცია აგვემაღლებინა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ვიზის მოთხოვნასთან დაკავშირებულ სიახლეებს გავცნობოდით,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა და ბარგის მომსახურების მენეჯერმა ომარ ტყეშელაშვილმა.

„საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი, ამ ეტაპისთვის 28 მიმართულება, ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდება, ივნისიდან კიდევ 5 ევროპული მიმართულება ემატება. ევროპის მიმართულებით გამფრენი მგზავრი აეროპორტში მისვლისას თავდაპირველად გადის ე.წ. Precheck-ს, სადაც ქართველ მესაზღვრეებთან ერთად ევროკავშირის Frontex-ის მესაზღვრეებიც დგანან. მესაზღვრეები რეგისტრაციამდე საქართველოს მოქალაქეებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას უმოწმებენ, შემდეგ მგზავრთა და ბარგის მომსახურების თანამშრომლები რეგისტრაციისას საქართველოს გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვთ, უმოწმებენ პასპორტს, ვიზას, გაფრენის ბილეთს და დამატებით სხვა სამგზავრო დოკუმენტაციას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics