07:30 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 14:23:57, 987 ნახვა

პოლიტიკა
კლეიტონი - მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რაც ნიშნავს, რომ ველოდებით გაუმჯობესებას მედიის თავისუფლების კუთხით, რომ  იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

კლეიტონის თქმით, "უცხოური აგენტების შესახებ" არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის და ამ კანონის მიღება რისკისქვეშ დააყენებდა საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას.

„ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ კვირას იმყოფებოდა თბილისში, ჰქონდა ნაყოფიერი შეხვედრები ბატონ დარჩიაშვილთან და პრემიერ ღარიბაშვილთან. მინისტრმა გასაგებად აღნიშნა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რაც ნიშნავს, რომ ველოდებით გაუმჯობესებას მედიის თავისუფლების კუთხით, რომ  იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ეს არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის. არაერთხელ ვთქვი, რომ ამ კანონის მიღება რისკისქვეშ დააყენებდა საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას’’ - განაცხადა მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics