00:34 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 11:53:07, 738 ნახვა

საზოგადოება
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე (UNODC) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ბაკურ აბულაძე გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური პროგრამის ხელმძღვანელს, ქეითლინ მერედისს და ამავე ოფისის ეროვნული პროექტის ოფიცერს, მარუფ ხაკიმოვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი ესწრებოდნენ.

"გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, UNODC-ის წარმომადგენლებს  საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული, ასევე მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს პროკურატურის მიერ დონორებთან ერთად განხორციელებული ღონისძიებებისა და აქტივობების, ასევე, პროკურატურის საჭიროებების თაობაზე.

UNODC-ის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს 2022-2023 წლებში გამართული ორი სამუშაო შეხვედრის თანაორგანიზებისთვის და  შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics