04:42 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 10:39:48, 786 ნახვა

საზოგადოება
გლდანის გამგეობამ სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გამართა

გლდანის გამგეობის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში’’ ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?‘’გაიმართა. მასში რაიონის 23 სკოლა ჩაერთო.

გლდანის რაიონის გამგეობის ცნობით, ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი N79 სკოლის გუნდმა მოიპოვა; მეორე ადგილის მფლობელი N120 სკოლა გახდა, ხოლო მესამე ადგილი N175 სკოლამ დაიკავა.

"ღონისძიება ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავდა მიზნად. ინტელექტუალურ თამაშში ,,რა ?სად? როდის?’’ გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი დაესწრო", - ნათქვამია გლდანის გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics