|
2023-03-17 14:23:03, 803 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ყველა მიმართულებით მოწინავეა
ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების დიდი ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ, ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე, შესრულებულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან განმარტა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების საპირწონე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება ვერანაირად ვერ იქნება. „წარმოდგენილია 12-პუნქტიანი გეგმა, თუმცა პარალელურად გვეუბნებიან, რომ სტატუსის მიღების საპირწონე ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელი და ამაზრზენია. ადამიანს შეუძლია იკვებოს და მას არანაირი პრობლემა არ ექნება. დღეს მე და თქვენ რომ არ მივიღოთ შესაბამისი კალორიები და საკვები, იგივე მდგომარეობაში ვიქნებით - თქვენც დასუსტდებით და მერწმუნეთ, მეც. ამიტომ, ჭამოს და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მივყვებით 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. მისი დიდი ნაწილი შესრულებულია, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს. თავიდანვეც არ მქონდა იმის ილუზია, რომ ისინი ამ ყველაფერში ჩაერთვებოდნენ. ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია და ვაკეთებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ საქართველო რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ყველაზე მეტად იმსახურებდა. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ქვეყანას აქამდე უნდა მიეღო სტატუსი. ერთადერთი ქვეყანა, იმ ქვეყნებს შორის, რომელიც გაკეთებული საქმეებითა და გადადგმული ნაბიჯებით, სტატუსს რეალურად იმსახურებდა, ეს იყო საქართველო. ევროკავშირისგან შესაბამისი დათქმები აქვთ იმ ქვეყნებსაც, რომელთაც წევრობის სტატუსი მიანიჭეს. ამიტომ ვამბობ: თუ იმ ქვეყნებს შევადარებთ, საქართველო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მოწინავე იყო. თუ ვინმე იმსახურებდა სტატუსის მიღებას, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, რამდენიმე თვის წინაც, როდესაც უარი გვითხრეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არსებობს 12-პუნქტიანი გეგმა, ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ და შევასრულებთ, რათა სტატუსი მოგვანიჭონ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)