|
2023-03-17 12:21:33, 1014 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - სულ წევს, უჭირს მოძრაობები - მახსოვს, „ვივამედში“ როგორი შემოვიდა
სულ წევს, უჭირს მოძრაობები - მახსოვს, როგორი შემოვიდა "ვივამედში",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექიმების აზრით, ექსპრეზიდენტი, რომელსაც 47 დიაგნოზი აქვს დასმული, მძიმე ავადმყოფია. "რომ მივდივარ ადამიანთან, სულ წევს, უჭირს მოძრაობები, უჭირს ყველაფერი, ფაქტობრივად და ისიც მახსოვს, როგორი შემოვიდა "ვივამედში". ჩვენ გვყავდა ძალიან ავტორიტეტული ხალხი ჩამოყვანილი და ზოგიერთი აქაური - ძალიან ცნობილი სახელები. ყველას ერთსულოვანი აზრით, არის მძიმე ავადმყოფი. 47 დიაგნოზი აქვს დასმული, აქედან 3 არის უმძიმესი", - აცხადებს ექსპრეზიდენტის დედა. ალასანიას თქმით, უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პირველი-მეორე ინსტანციების გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 3 მარტს კი, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)