|
2023-03-16 17:19:21, 859 ნახვა
საზოგადოება
„დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი" - პეტიცია
"დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი", - ამ სახელწოდებით დარეგისტრირდა პეტიცია, რომელიც მოძრაობა "ხალხის ძალის" დეპუტატის, დავით კაჭარავას რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლებას მოითხოვს. პეტიციაში ნათქვამია, რომ დავით კაჭარავა, როგორც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, არ შეიძლება განსაზღვრავდეს ქართული რაგბის მომავალს და იღებდეს მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ის არის შემჩნეული ანტისახელმწიფორებრივ და მოღალატეობრივ პოზიციაში. "რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები.“ - ეს დავით კაჭარავას სიტყვებია, რომელიც მან 2021 წლის შემოდგომაზე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ არჩევისას წარმოთქვა. ამ დროს იგი უკვე იყო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ. მისი ინიციატორი არის ”ხალხის ძალა“, რომლის ერთ-ერთი წევრი და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი არის მორაგბე, ცენტურიონი, დავით კაჭარავა. მან ხმა მისცა კანონპროექტს პირველ მოსმენაზე, ხოლო მეორე მოსმენაზე, რომელიც მასობრივი გამოსვლების, საზოგადოების დარბევისა და მოსახლეობასთან ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ სასწრაფოდ ჩაინიშნა, მას ხმა არ მიუცია კანონპროექტის საწინააღმდეგოდ. ზემოთხსენებული კანონპროექტი მიზნად ისახავდა თავისუფალი აზრის ჩახშობას, ადამიანთა დასმენის, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვის დაკანონებას. ეს სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას იცავს. კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრებს, მიგვაჩნია, რომ თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნისთვის ჩვენთვის უმინიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რაგბის კავშირის გამგეობას ხელმძღვანელობს, არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მეტიც, მოღალატეობრივ პოზიციაში.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რაგბის კავშირი სახელმწიფო ინსტიტუციაა და გადასახადის გადამხდელთა ფინანსური მხარდაჭერით არსებობს, ჩვენ ვთვლით, რომ დავით კაჭარავამ არ შეასრულა თავისი სიტყვა, რის გამოც, მოვითხოვოთ, მან გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს",- ნათქვამია განცხადებაში.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)