|
2023-03-16 11:56:45, 1587 ნახვა
ომი უკრაინაში
დანია უკრაინის დახმარების ფონდს ქმნის - ქვეყანა 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს
დანიის პარლამენტმა უკრაინის დახმარების ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის წინადადებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის რადა ავრცელებს. დანიის ფინანსთა მინისტრის, ნიკოლაი ვამენის განცხადებით, უკრაინის დახმარებისთვის 7 მილიარდზე მეტი დანიური კრონი [1 მილიარდი დოლარი] გამოიყოფა. "ამ შეთანხმებით, ჩვენ გამოვყოფთ 7 მილიარდზე მეტ დანიურ კრონს უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის. მოხარული ვარ, რომ დანიის პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა იღებს პასუხისმგებლობას და აჩვენებს, რომ დანია უკრაინის გვერდით დგას“, - განაცხადა ნიკოლაი ვამენმა. 2023 წლისთვის უკრაინის დახმარების ფონდი ითვალისწინებს:
"მადლობას ვუხდით დანიის პარლამენტს და მთავრობას ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, ერთიანობისა და პასუხისმგებლობისთვის! ეს არის უკრაინელი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარების გამოვლინება მათი თავისუფლებისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში", - აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ოლენა კონდრატიუკი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)