07:18 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 09:43:49, 902 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ეწვევა

16-17 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი დაესწრება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებას და შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომდგენლებთან.

ცნობისთვის, ბოლოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2016 წელს სტუმრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics