|
2023-03-15 23:25:10, 956 ნახვა
საზოგადოება
„TV პირველის“ ცნობით, კაცი, რომელმაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა, მათ ჟურნალისტს თავს დაესხა - დაწყებულია გამოძიება
"TV პირველის" ჟურნალისტ ნატო გოგელიაზე თავდასხმა მოხდა, ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "TV პირველი" ავრცელებს. მათივე თქმით, მაშინ, როდესაც მათი ჟურნალისტი ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, ადამიანთან, რომელმაც პარლამენტის შენობის წინ ევროპავშირის დროშა ჩამოხსნა, ჟურნალისტის დანახვისთანავე მან ჟურნალისტს დაუმტვრია ტელეფონი, რომლითაც იგი ვიდეოს იღებდა და ამასთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. "ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა. "ნატო გოგელია ინტერვიუს ჩასაწერად მამუკა ანდღულაძესთან მივიდა, რომელმაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხია და დასაწვავად მის თანაგუნდელებს გადასცა. ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, ანდღულაძემ დაამტვრია მობილური ტელეფონი, რომლითაც ჟურნალისტი ვიდეოგადაღებას აწარმოებდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა TV პირველის ჟურნალისტს ნატო გოგელიას", - აღნიშნავენ ტელევიზიაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სოფელ ბახვში "TV პირველის" ჟურნალისტ ნატო გოგელიასთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)