|
2023-03-15 11:05:36, 748 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია გერმანიის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებსა და ონკოლოგებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გერმანიის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებსა და ონკოლოგებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს, საქართველოსა და გერმანიას შორის, სამედიცინო მიმართულებით, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. „გერმანელმა სპეციალისტებმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბერლინის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს, გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში, განათლების მიღების საშუალებას მისცემს. ინიციატივა საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი თაობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც ისაუბრეს, რომელიც საქართველოში, წლებია, წარმატებით ხორციელდება. შეხვედრას პროფესორი, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი ზაზა ავალიანი, ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ ჰანი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)