04:10 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 10:15:45, 724 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. სააგენტოს უფროსი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი „საქმიანი ეზოების“ მუშაობას ეტაპობრივად ეცნობა.

„საქმიან ეზოში“ შესაძლებელია ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებული წესით მიღება. ხე-ტყის ორგანიზებული დამზადება, რაც ტყის მდგრადი მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ერთი მხრივ, მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფას გულისხმობს, ხოლო მეორე მხრივ, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების ზრდის საშუალებას იძლევა“, -  განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია 39 „საქმინი ეზო“, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - ბორჯომში,  ასპინძაში, ადიგენსა და ახალციხეში, ჯამში, 6 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს. ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში, საშეშე მერქნის ტრანსპორტირების მომსახურებასაც სთავაზობს.  

2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17  „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics