|
2023-03-14 23:05:11, 781 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი - საქართველოსთვის დღეს არსებობს არაერთი პრობლემა და ერთ-ერთის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი
ჩვენ ვიცით, რა ძლიერია საქართველოს სურვილი, იქცეს ევროკავშირის წევრად, თუმცა დღეს არსებობს არაერთი პრობლემა ამ გზაზე და ერთ-ერთი ამ პრობლემის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი, ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან არასწორი ნაბიჯების გადადგმა კვლავ გრძელდება, რისი ნათელი მაგალითიც, არის ის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მედიის წარმომადგენელი, ნიკა გვარამია კვლავ საპატიმროებში რჩებიან. მან ასევე ისაუბრა, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტზე, რომელიც ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. "ჩვენ ვიცით, რა ძლიერია საქართველოს სურვილი, იქცეს ევროკავშირის წევრად, თუმცა დღეს არსებობს არაერთი პრობლემა ამ გზაზე და ერთ-ერთი ამ პრობლემის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი პრობლემა იქმნება მთავრობის მხრიდან ამ გზაზე, სწორედ ამიტომ არიან ჯერ კიდევ პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, სწორედ ამიტომ ცდილობდა მთავრობა მიეღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ეს არის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. აუცილებელია, პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზება. ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას საკუთარი ევროპული მისწრაფება, ეს არ არის ნამდვილად მთავრობის მხრიდან წამოსული უკანასკნელი პროვოკაცია. ღარიბაშვილმა გუშინ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, განცხადება შემდეგნაირია: "ევროკავშირმა უმჯობესია მიხედოს საკუთარ თავს და ევროკავშირი ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში", რაც არის პროპაგანდა, ეს არის არასწორი პროპაგანდა და მიუხედავად ამგვარი პროპაგანდისა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის გვერდით დგომა", - განაცხადა კუბილიუსმა.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)