|
2023-03-13 18:14:03, 892 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს, დაანონსებული დევნა დაიწყეს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს. როგორც ჩანს დაანონსებული დევნა დაიწყეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა. მან მიმართა ახალგაზრდებს, რომ არავინ გამოცხადდეს დაკითხვაზე ადვოკატების გარეშე და იმ შემთხვევაში თუ მათ დასჭირდებათ ნებისმიერი სახის დახმარება, ოპოზიცია მზად არის, რომ მათ ნებისმიერ დროს დაეხმაროს. "ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს იბარებს 7-8 მარტის აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს. როგორც ჩანს დაანონსებული დევნა დაიწყეს. თავიდანვე ვამბობდით რომ გათავისუფლება არ ნიშნავდა საქმეების შეწყვეტას. საქმეები აღძრულია ადმინისტრაციულით და სისხლით. მნიშვნელოვანია იცოდეთ: ადვოკატის გარეშე არ მიხვიდეთ არანაირ დაკითხვაზე! დახმარება თუ დაგჭირდებათ ადვოკატების დაგვიკავშირდით! ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დაგეხმაროთ!", - წერს ანი წითლიძე.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



