|
2023-03-13 16:39:43, 1090 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი - ზურაბიშვილმა მკაცრი ინსტრუქტაჟი გაიარა - ვაშინგტონში ითხოვენ, რომ საქართველო სანქციებს შეუერთდეს
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქტაჟი მიიღო. როგორც კარასინი Telegram-ზე წერს, აშშ ითხოვს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. "სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქტაჟი გაიარა. ისინი ითხოვენ, რომ საქართველო შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგებს. საკითხავია, ეყოფა თუ არა თბილისს გამბედაობა, რომ დამოუკიდებლად განსაზღვროს, როგორ მოიქცეს",- წერს კარასინი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტით, 5 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ასევე შეხვდა ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების საკითხების აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ამერიკიდან არა ერთხელ მიმართა. ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ არსებული "არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება". გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ხელისუფლების მიმართ არის უნდობლობა, თუმცა ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)