|
2023-03-12 11:57:04, 1620 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი ტერორის სინონიმი გახდა და დამარცხების მაგალითიც გახდება
რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართავში უკრაინის მიერ ფიზიკური და იურიდიული კომპანიების წინააღმდეგ გუშინ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით თავს დაიცავს. „ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, თუმცა ერთი მიზნით - გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს არაფერი ადამიანური. ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები - ეს რუსეთის ავტოპორტრეტია, რომელსაც ის ხატავს იქ, სადაც მის გარეშე ნორმალური ცხოვრება სუფევს. რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, სასჯელის, რომელსაც კრემლი ვერ შეაჩერებს. გადავდგით ახალი სასანქციო ნაბიჯი ბოროტების სახელმწიფოსთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნებულია. ეს 280-ზე მეტი კომპანიაა და 120 ადამიანი, რომლებიც სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული სქემებით უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდნენ. ეს გადაწყვეტილება გარკვეული დროის განმავლობაში მზადდებოდა. ეს არ არის ასეთი უკანასკნელი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)