|
2023-03-11 20:40:17, 2076 ნახვა
პოლიტიკა
სალივანი: საქართველო რუსეთისთვის შეზღუდვების თავის არიდების გზად არ უნდა იქცეს
თეთრი სახლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრისას განხილულ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. მხარეებმა ისაუბრეს რუსული კანონის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით. თეთრი სახლი გამოკვეთს კანონის მიღების შემთხვევაში, მის მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს და მიესალმება მისი გაწვევის გადაწყვეტილებას. თეთრი სახლის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიკ სალივანთან ქვეყნის ევროინტეგრაციასა და ევროკავშირში გაწევრიანებაზეც ისაუბრა. ჯეიკ სალივანმა საქართველოს მოუწოდა, არ იქცეს რუსეთისათვის სანქციების თავიდან არიდების გზად. "დასასრულს მათ [სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა] განიხილეს საჭიროება იმისა, რომ რუსეთმა მთელი სიმძაფრით იგრძნოს აშშ-სა და 30-ზე მეტი მოკავშირე ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციების ეკონომიკური შედეგები. ეს მნიშვნელოვანია, რათა პუტინმა უკრაინაში დაწყებული ომისთვის პასუხი აგოს. ბატონმა სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთისთვის არსებული შეზღუდვების თავის არიდების გზად არ უნდა იქცეს". - წერს თეთრი სახლი. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოს ზურაბიშვილი Twitter-ზე აქვეყნებს. "მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და მისი ერთგულებისთვის დემოკრატიული ღირებულებებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ". - წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)