|
2023-03-11 17:31:54, 1020 ნახვა
საზოგადოება
„არა მონობას!“ - ჯარში სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია „გირჩის“ აქცია, სახელწოდებით „არა მონობას“ მომდინარეობს, სადაც „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილი არიან მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. „გირჩის“ დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა ნებაყოფლობითი იყოს. „ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯარი იყოს ნებაყოფლობითი, რომ არავინ არ გაიწვიონ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. თუ მთავრობა ამბობს, რომ პატრიოტია, ფიქრობს მოსახლეობაზე, თავდაცვისუნარიანობაზე, ჯარზე, ერთ-ერთი რამ რაც მისი მოვალეობაა - შექმნას სათანადო პირობები ჯარში, გადაუხადოს ღირსეული ხელფასი [ჯარისკაცებს] და მაშინ ხალხი ნებაყოფლობით წავა ჯარში”,- განაცხადა რაქვიაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ თადაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ახალი კოდექსით, სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური არ შეეხებათ და გაწვევა მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ:
აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)