|
2023-03-09 22:56:31, 1054 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლება დანებდა და გამოაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევას აპირებს
ხელისუფლება დანებდა და გამოაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევას აპირებს, მაგრამ არ მესმის უეცრად რატომ გადაწყვიტეს, რომ ეს კანონპროექტი რამენაირად სასარგებლო იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი დროა საქართველოსთვის, ვინაიდან ქართველი ხალხი გადის ბრძოლას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და კანდიდატის სტატუსის მისაღებად. "ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვართ, როდესაც ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე თვის წინ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა. მსგავს გადაწყვეტილებას ველით წლის ბოლომდე. რამდენიმე რეკომენდაცია მოგვცეს, რა გავაკეთოთ, რათა ეს კანდიდატის სტატუსი დავიმსახუროთ. მოგვცეს ევროპული პერსპექტივა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ნიშნავს, რომ ყველა დისკუსია, რაც აქამდე იყო ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობაზე - თითქოს ძალიან შორს ვართ, ყველაფერი დასრულებულია და ჩვენ ევროპული პერსპექტივით ვართ, რომელიც შესასრულებელი გვაქვს… და ასეთ ვითარებაში კანონი არსაიდან არის მოსული. ეწინააღმდეგება ყველაფერს, რის გაკეთებასაც ევროკავშირი გვირჩევს, რაც არის სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა, მეტი გამჭვირვალობა, ევროპული მომავლის შესახებ პოლიტიკურ დისკუსიებში სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა. ასე რომ, ეს საქართველოს მოსახლეობის მიერ აღქმულ იქნა, როგორც ანტი-ევროპული კანონი და იმავენაირად იქნა აღქმული ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიერ. სრული ერთსულოვნება იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების, რომელიც ქუჩებში დგას ახლა უკვე მესამე დღეა. როგორც კი კანონპროექტი ინიცირებულ იქნა, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ ვეტოს დავადებდი და მხარს ვუჭერდი დემონსტრაციებს, რომლებიც თბილისში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ხელისუფლება დანებდა და გამოაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევას აპირებს, მაგრამ არ მესმის უეცრად რატომ გადაწყვიტეს, რომ ეს კანონპროექტი რამენაირად სასარგებლო იყო ამ ეტაპზე. ეს ბრძოლაა, ამ გზის დასასრული არაა, რომელსაც გავდივართ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა საქართველოსთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



