|
2023-03-09 17:40:06, 854 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - ახალგაზრდები გაწირეს, ჩვენ განსხვავებულები ვართ - სახელმწიფომ ჰუმანურობა აჩვენა
მათ გაწირეს ახალგაზრდები, ჩვენ ვართ აბსოლუტურად განსხვავებულები - სახელმწიფომ ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა, - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები ოპოზიციის "მანიპულაციის" შედეგია. როგორც კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი უკვე გაწვეულია და მხოლოდ ტექნიკური პროცედურები დარჩა შესასრულებელი. "გუშინ და გუშინწინ იყო ძალადობრივი ფაქტები და გარკვეული რისკები და ეს რისკები შეიძლებოდა გაზრდილიყო. შესაბამისად, ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირდა, თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. პროცედურებთან დაკავშირებით არის ცარიელი სპეკულაციები. ნებისმიერი კანონპროექტი შეგიძლია დააინიცირო და მიიღო დაჩქარებული წესით. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და დანარჩენი არის ტექნიკური საკითხი. ვინც ცდილობს, ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, რომ ძალადობრივი მუხტი შექმნას, ის არის თანაზიარი იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ამას შეიძლება უკავშირდებოდეს. პოლიტიკანებს მოვუწოდებ, რომელიც ამაზე სპეკულირებენ, თავი შეიკავონ. [...] ეს მათი ბუნებაა, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, რაც საფრთხეს შეუქმნის ცალკეულ ადამიანებს, მათ გაწირეს ახალგაზრდები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ აბსოლუტურად განსხვავებულები, რაც გამოჩნდა გუშინ და გუშინწინ, როცა ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფომ",- განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, თუ რატომ გეგმავს მმართველი პარტია მოსახლეობასთან შეხვედრებს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით სასაუბროდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მალე დადგება დრო, როდესაც ყალბი საინფორმაციო კამპანიის შესახებ ისაუბრებენ. "როცა ამის დრო იქნება, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ყალბ კამპანიასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობდა. ეს დრო მალე იქნება და საზოგადოებას ვესაუბრებით იმაზე, თუ როგორ გავრცელდა ყალბი კამპანია, რომ თითქოს ჩვენ დავადექით რუსეთის გზას და ა.შ.",- ამბობს კობახიძე. შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
ზელენსკი - აშშ-მ იკითხა, დატოვებდა თუ არა უკრაინა დონბასს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.
ელენე ხოშტარია ციხიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მწვავე წერილით პასუხობს და კითხვებს უსვამს
პროკურატურა ფეიქრიშვილის საქმეზე პატარიძის და ფირცხალავას მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



