|
2023-03-09 03:00:02, 780 ნახვა
პოლიტიკა
რუსი პროპაგანდისტი სიმონიანი - მიიღეს ქართული ვარიანტი, რომელიც ამერიკულზე რბილია
რუსი პროპაგანდისტის "russia today"-ს მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ქართული ვარიანტი, რომელიც ამერიკულზე რბილია. "რაში მდგომარეობს ქართული კანონის არსი, უცხოეთის აგენტებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებაშიც იფეთქა ოპოზიციის პროტესტმა საქართველოში? მმართველი პარტია ორ ვარიანტს განიხილავდა, ე.წ. ქართულ ვარიანტს და ამერიკულ ვარიანტს, რომელიც ზუსტად იყო კოპირება ანალოგიური ამერიკული კანონმდებლობისა. შედეგად, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ქართული ვარიანტი, რომელიც სხვათა შორის, უფრო რბილია. არაკომერციული სუბიექტები და მედიის საშუალებები მიიღებენ უცხოური აგენტის სტატუსს იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავლების 20%-ზე მეტი იქნება უცხოეთიდან შემოსული. ასევე, ეს ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოელი აგენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ ჯარიმები. ყოველ წელს, ისინი ვალდებული იქნებიან წარადგინონ ანგარიშები თავიანთ ხარჯებთან დაკავშირებით." - აცხადებს პროპაგანდისტი სიმონიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)